2024 წლის 6 დეკემბერს, 16:00 გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტ თამრიკო ძოწენიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „ტუბოოვარიული ეპითელიუმის ცვლილებების მოლეკულური თავისებურებები საკვერცხის ეპითელურ-უჯრედოვანი სიმსივნეების დროს“
სამეცნიერო ხელმძღვანელები: ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, მედიცინის დოქტორი მაია მჭედლიშვილი, თსსუ პროფესორი გიორგი ბურკაძე
სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, აუდიტორია N201